პორტუგალიაში ქართველების სასამართლო პროცესი დაიწყო - კვირის პალიტრა

პორტუგალიაში ქართველების სასამართლო პროცესი დაიწყო

ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრს ერთდროულად ასამართლებენ. მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს ბრალად 2008-2013 წლებში საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ქალაქების - ლისაბონისა და სეტუბალის მცხოვრებთა კუთვნილი ბინების ძარცვაში ედებათ ბრალი. დაჯგუფების ბევრი წევრი პორტუგალიაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ჩავიდა, რათა თავი აერიდებინა იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მართლმსაჯულებისთვის. ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს.