ორდერი საჭირო აღარ იქნება? - კვირის პალიტრა

ორდერი საჭირო აღარ იქნება?

მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება. ცვლილების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის დროს, სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე შეეძლებათ, ანუ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელი ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. ასეთ დროს საკმარისად მიიჩნევა, გამომძიებელმა მოქალაქეს ზეპირად განუმარტოს ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების მიზეზები.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე განმარტავს, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა სამართალდამცველებს ოპერატიული ღონისძიებების დროს მუშაობა გაუმარტივდეთ. ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე არასამთავრობო სექტორში, სადაც ინიციატივას ადამიანის უფლების შემლახავ ცვლილებად აფასებენ.