პოლიციელები და მაშველები დაეხმარნენ - კვირის პალიტრა

პოლიციელები და მაშველები დაეხმარნენ

გასულ კვირას, დიდთოვლობის გამო, მაშველების დახმარება არაერთხელ გახდა საჭირო. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯვრის უღელტეხილზე, ორი ლატვიელი ტურისტი დახმარებას ითხოვდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ზვავსაშიში სიტუაციის მიუხედავად, ტურისტების გამოყვანა შეძლეს. ნინოწმინდის რაიონში კი საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, გზაში ჩარჩენილი ავტომობილებისა და მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. პოლიციელებმა, მაშველებთან ერთად, თოვლიდან 200-მდე ადამიანი გამოიყვანეს.