ოფიციალურმა თბილისმა საფრანგეთს მიუსამძიმრა
12-01-2015
საფრანგეთში მომხდარ ტერაქტსა და მის შემდგომ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთში გაიხსნა სამძიმრის წიგნი, რომელშიც ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა დატოვეს სამძიმრის ჩანაწერი. მათ შორის იყო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალენსს.„"ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით, ამ ძნელბედობის ჟამს საფრანგეთს და საფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ; მივუსამძიმრეთ გარდაცვლილთა
ოჯახებს და ფრანგ ხალხს". - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით