ოფიციალურმა თბილისმა საფრანგეთს მიუსამძიმრა - კვირის პალიტრა

ოფიციალურმა თბილისმა საფრანგეთს მიუსამძიმრა

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტსა და მის შემდგომ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთში გაიხსნა სამძიმრის წიგნი, რომელშიც ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა დატოვეს სამძიმრის ჩანაწერი. მათ შორის იყო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალენსს.„"ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით, ამ ძნელბედობის ჟამს საფრანგეთს და საფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ; მივუსამძიმრეთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს". - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.