საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა
12-01-2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო. აღნიშნული საბჭო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თაობაზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა იმ სუბიექტს, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები. ახალშექმნილ საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების
მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე პარლამენტარი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით