"საქართველოს ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა სურს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა სურს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვაში ვიზიტისას განაცხადა: "საქართველოს ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა სურს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე. ჩვენ გადავდგით კონსტრუქციული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას არ მოჰყვა თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმა მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში - სიღარიბის აღმოფხვრასა და სტაბილურ განვითარებაში."