სროლის შედეგად 2 კაცი დაიჭრა - კვირის პალიტრა

სროლის შედეგად 2 კაცი დაიჭრა

დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში სროლის შედეგად 2 კაცი დაიჭრა. დაპირისპირება პროფილაქტიკის თანამშრომლებსა და

ავტომანქანის შესაკეთებლად მისულ პირებს შორის მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. დაჭრილთაგან ერთს, მამუკა გათენაძეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ალექსანდრე სანიკიძეს, ის საავადმყოფოში არ მიუყვანიათ.  როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ''მაკაროვის'' სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი დაახლოებით რვაჯერ გაისროლეს.