ტაჯიკეთის მოქალაქეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ტაჯიკეთის მოქალაქეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზარინა ასაროვას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. ასაროვას ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის ტრეფიკინგი. მან მსხვერპლი ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით, მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაპირებით საქართველოში ჩამოიყვანა, ჩამოართვა ტაჯიკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ეწეოდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში ასაროვა დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.