საქართველოს იოჰანეს ჰანი სტუმრობდა
19-01-2015
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ხელი მოაწერა საფინანსო შეთანხმებას, რომლითაც იწყება 44.5 მლნ ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რაც ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" შექმნასა და კერძო სექტორის განვითარებაში (ვრცლად იხ. გვ.
10, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით