"ვინც ამას ხელს შეუწყობს, პასუხი უნდა აგოს"
19-01-2015
"ვინც ამას ხელს შეუწყობს, პასუხი უნდა აგოს"
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გახდეს. "თუკი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ისეთ კანდიდატს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გარკვეული პერიოდით ზაზა მეიშვილი იქნება. ეს ის მოსამართლეა, რომელსაც ირინა ენუქიძის იმ ქვეყნად გასტუმრებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან მისი გადაწყვეტილებით, გირგვლიანის საქმეზე დამნაშავეებს სასჯელი ექვსი თვით შეუმცირდათ. თუ ჩვენ მეიშვილის ხელში აღმოვჩნდებით, ყველამ,
ვინც ამას ხელს შეუწყობს, პასუხი უნდა აგოს, რადგან ეს ჩვენ არ გვეკადრება და ეს ის არ არის, რისთვისაც ვიბრძოდით ყველანი - მათ შორის, პრეზიდენტი"."

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით