რას გეგმავენ პარლამენტში - კვირის პალიტრა

რას გეგმავენ პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე აპირებს პარლამენტის სპიკერატიდან და საკომიტეტო თანამდებობებიდან "თავისუფალი დემოკრატების" გადაყენების საკითხის დასმას. გარდა ამისა, საგანელიძე გეგმავს, მმართველი გუნდის წინაშე აჭარის კვოტით დამტკიცებული ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის თანამდებობიდან გამოწვევის ინიციატივითაც გამოვიდეს. მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ დოლიძე კი აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში დაკავებულ თანამდებობებს საკუთარი გადაწყვეტილებით არ დატოვებენ.