პრემიერ-მინისტრი საჭიროდ არ მიიჩნევს
19-01-2015
პრემიერ-მინისტრი საჭიროდ არ მიიჩნევს
კითხვაზე, დაესწრება თუ არა მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს მთავრობა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი დაესწრონ. ეს ჩემი პოზიციაა, მაგრამ გთხოვთ, ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. სუფთა სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა-არმონაწილეობას. ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არ არის, პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს". პარლამენტარ თინა ხიდაშელის აზრით კი: "პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ის ღონისძიებაა, რომელიც მთავრობის წევრების დასწრებას იმსახურებს" (სიუჟეტი
იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით