"დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა" - კვირის პალიტრა

"დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა"

საპატრიარქოს სპეციალური განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა სხვა ფასეულობების დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასაშვებია. "ჩვენი პოზიცია ზოგადად დაფიქსირდა შვიდი დღის წინაც, ხოლო ამ განცხადების გაკეთება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ახლახან ისევ გავრცელდა. ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ როგორც არა აქვს გამართლება ე.წ. ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. ასეთი ქმედებების შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც კი და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს", -ნათქვამია განცხადებაში.