პატრიარქი გერმანიაში გაემგზავრა - კვირის პალიტრა

პატრიარქი გერმანიაში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა.

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში გეგმურ სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ამ მიზნით, უწმინდესი წელიწადში ერთხელ გერმანიის ქალაქ მიუნხენის კლინიკაში ჩადის.

მეუფემ, ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქი კლინიკაში დაახლოებით ორი კვირა დარჩება და საქართველოში დიდმარხვის დაწყებამდე დაბრუნდება. დიდმარხვა წელს 15 თებერვალს იწყება.