აშშ აზრს არ იცვლის - კვირის პალიტრა

აშშ აზრს არ იცვლის

29 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პარიზში, ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, სამხედრო სასწავლებლის კურსანტების წინაშე

გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აშშ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს.

კლინტონის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. ამის მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანკლავების მხარდაჭერა დაასახელა.

"ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ რუსეთს, საქართველოსთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ევროპაში გავლენის სფეროების არსებობაზე, სადაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის მომავლის განსაზღვრა შეუძლია", - აღნიშნა კლინტონმა.

ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა აშშ-ის უკრაინისადმი მხარდაჭერის შესახებაც. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს კი, კლინტონმა დემოკრატიისა და ევროპასთან ინტეგრაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.