აბაშას ქარბორბალამ გადაუარა - კვირის პალიტრა

აბაშას ქარბორბალამ გადაუარა

აბაშას ქარბორბალამ გადაუარა. ძლიერი ქარი დილით, დაახლოებით 07.30 საათზე ამოვარდა. დაზიანდა 60-მდე სახლი. სახლებს გადახდილი აქვს სახურავები. ქარმა

ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები, რომლებიც საცხოვრებელ სახლს დაეცა. ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემებიც, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ მოინახულა. შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.