"თეთრ სახლში სააკაშვილის ფასი დაეცა" - კვირის პალიტრა

"თეთრ სახლში სააკაშვილის ფასი დაეცა"

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდს აღარ განიხილავენ იმ ერთადერთ

ძალად, რომელსაც შეუძლია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვა.

მისი თქმით, თეთრ სახლთან და სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობისას გამოიკვეთა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმარონ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, რათა ისინი მზად იყვნენ დემოკრატიულ ღირებულებათა გასაძლიერებლად და ხელისუფლებაში მოსასვლელადაც კი. მისივე ინფორმაციით, თეთრი სახლი მზად არის, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად დაეხმაროს საქართველოს.