"შარდენბართან" სანდრო გირგვლიანი გაიხსენეს - კვირის პალიტრა

"შარდენბართან" სანდრო გირგვლიანი გაიხსენეს

28 იანვარს, "მოძრაობა 7 ნოემბრის" ორგანიზებით, შარდენის ქუჩაზე, "შარდენბართან" სანდრო გირგვლიანი გაიხსენეს. სანთლებით ხელში ერთად შეიკრიბნენ

არასაპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის "ლეიბორისტული პარტიის", "ალიანსი საქართველოსთვის"" წარმომადგენლები, მაღალჩინოსნების მიერ მოკლული სხვა ახალგაზრდების მშობლები, არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გია გაჩეჩილაძის" განცხადებით, ისინი სიცოცხლის დაცვის უფლებისათვის შეიკრიბნენ. უცნობი დარწმუნებულია, რომ სანამ სამართლიან გზაზე ივლიან და იბრძოლებენ სიცოცხლის უფლებისათვის, სამართლიანობამდე უფრო ადრე მივლენ, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. აქციის დასასრულს გაიმართა ფილმის "ქალაქში მკვლელია" პრეზენტაცია.