ევროსასამართლოში გირგვლიანის საქმე გაჭიანურდა - კვირის პალიტრა

ევროსასამართლოში გირგვლიანის საქმე გაჭიანურდა

იმის გამო, რომ საქართველოს წარმომადგენელმა ევროსასამართლოში ნონა წოწორიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე აცილება განაცხადა, საჭირო გახდა ახალი

მოსამართლის წარდგენა. ევროსასამართლომ საქართველოს მოსამართლის წარდგენის ვადა 12 თებერვლამდე მისცა.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, უცნობია, რა გახდა აცილების საფუძველი. ასევე ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ევროსასამართლოში პროცესი. პროცესი თავდაპირველად 2 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა ნონა წოწორიას აცილების შემდეგ საქმე გაჭიანურდა.

საჩივარში "გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" მოთხოვნილია ევროკონვენციის მუხლების, მათ შორის სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევის დადგენა. ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.