უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა - კვირის პალიტრა

უკრაინაში უმძიმესი ვითარებაა

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ბოლო 9 დღის განმავლობაში 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალურ წარმომადგენელ რუპერტ კოლვილის განცხადებით, აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დროს  დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა. აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერის განცხადებით, ისინი აღარ გააგრძელებენ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.