უცხოელი სასურველი ფართობის მიწის ნაკვეთს ვეღარ შეიძენს
26-01-2015
"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები უცხო ქვეყნის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის როგორც მინიმალურ, ასევე მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავს. არსებული პროექტის თანახმად, შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, უცხოელის შემთხვევაში, 5 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო ჯამში, შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი კი არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები და
ჯამში, შემძენის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი 200 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს. კანონპროექტი ადგენს, რომ უცხოელებზე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში არ უნდა მოხდეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით