მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე სასჯელის სახით პატიმრობა მიუსაჯა. მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნეს 144'-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქედან, ამნისტიის კანონის თანახმად, მეგის ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.