მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
26-01-2015
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე სასჯელის სახით პატიმრობა მიუსაჯა. მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნეს 144'-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქედან, ამნისტიის კანონის თანახმად, მეგის ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს კი
იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?