ღარიბაშვილი დავოსში - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი დავოსში

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები. ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის კერძო მიღებასაც დაესწრო. დელეგაციის წევრებთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა მსოფლიო ლიდერების არაფორმალური შეხვედრები, რომელზეც მომავალი წლის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ეკონომიკურ ფორუმზე აქცენტი გლობალურ პოლიტიკურ კრიზისებზე გაკეთდება. დავოსში ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაც იყო.