პატრიარქის ნათლული კიდევ 1300 ჩვილი გახდა
26-01-2015
პატრიარქის ნათლული კიდევ 1300 ჩვილი გახდა
ნათლისღების დღესასწაულზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 38-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა. ნათლობის პროცესის დასრულების შემდეგ პატრიარქმა პატარები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები დალოცა და ღვთის წყალობა უსურვა. მონათლულებს სამახსოვროდ ნათლობის მოწმობები, ჯვრები და კალენდრები გადაეცათ. დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 22 ათასზე მეტი ბავშვია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა
(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).






მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით