პატრიარქის ნათლული კიდევ 1300 ჩვილი გახდა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ნათლული კიდევ 1300 ჩვილი გახდა

ნათლისღების დღესასწაულზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 38-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა. ნათლობის პროცესის დასრულების შემდეგ პატრიარქმა პატარები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები დალოცა და ღვთის წყალობა უსურვა. მონათლულებს სამახსოვროდ ნათლობის მოწმობები, ჯვრები და კალენდრები გადაეცათ. დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 22 ათასზე მეტი ბავშვია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).