ეკონომიკის სამინისტროს ტყის უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

ეკონომიკის სამინისტროს ტყის უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებენ

პოლიტიკური მოძრაობის "ჩვენ თვითონ" წარმომადგენლის, ლიკა ნაღებაშვილის განცხადებით,  ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ. ხუდადოვის ტყის, 11 ჰექტარი ფართობი სიმბოლურ ფასად (კვმ 4 ლარად!), უკანონოდ გაყიდა.

- "ტყის ფაქტობრივი მფლობელი ახლა "მულტიპლექს "სოლუშენის" შვილობილი კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია". "თბილისის  წყლის" მფლობელმა შვეიცარიულმა კომპანიამ, რომლის უკან რუსული "რაოს" ინტერესები იკვეთება, ტყის უზარმაზარი ფართობი უპრობლემოდ გაიფორმა.

- ტყეს საცხოვრებელი სახლები ესაზღვრება, მოსახლეობას 1994 წლამდე მიწის მცირე ნაწილი სარგებლობაში ჰქონდათ, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებშიც იყო დაფიქსირებული. ეს მონაცემები მოგვიანებით საეჭვოდ შეიცვალა, - განაცხადა ნაღებაშვილმა. მისივე თქმით, "თბილისის წყალის" თანამშრომლები მოსახლეობას ღობეების გადაწევას სთხოვენ.