ვახო სანაიას გადაცემის დახურვას "ტელეიმედში" არ ადასტურებენ - კვირის პალიტრა

ვახო სანაიას გადაცემის დახურვას "ტელეიმედში" არ ადასტურებენ

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი ვახო სანაიას გადაცემის "სპეციალური რეპორტაჟის" დახურვის შესახებ ინფორმაციას არ

ადასტურებს.

ერთი-ერთი ვერსიით, ვახო სანაიამ უარი თქვა გადაცემის წაყვანაზე, გადაცემა დატოვა შემოქმედებითმა ჯგუფმაც. მათ ასეთი გადაწყვეტილება "სპეციალური რეპორტაჟის" ბოლო გადაცემის შემდეგ მიიღეს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელიც იყვნენ მიწვეული. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია გადაცემის წამყვანის შეცვლასთან დაკავშირებითაც. თავად სანაია მობილურ ტელეფონს არ პასუხობს.