"დიალოგი მტერთანაც აუცილებელია" - კვირის პალიტრა

"დიალოგი მტერთანაც აუცილებელია"

"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მზად არის, რუსეთში ჩავიდეს. მისი თქმით, მზად არის, ეწვიოს რუსეთს იმის გასარკვევად, თუ რის ხარჯზე აპირებს

საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას. მისივე თქმით, დიალოგი მტერთანაც აუცილებელია.

დავითაშვილი დიალოგს მიესალმება, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, არ აპირებს იმ ფასეულობების დათმობას, რომელსაც დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია.

- "ჩვენი ძირითადი მოთხოვნები იქნება ეს ფასეულობები. რაც შეეხება ნატოში გაწევრებასა და ნეიტრალიტეტს, მზად ვარ, ეს საკითხები განვიხილო და კომპრომისებზეც წავიდე", - აღნიშნა დავითაშვილმა.