"ხალხს კერძო საკუთრებას ართმევენ" - კვირის პალიტრა

"ხალხს კერძო საკუთრებას ართმევენ"

"ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, შემაძრწუნებელია, რაც ანაკლიაში ხდება. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ

შეიტყვეს, რომ გლეხების საკუთრებაში თითქმის 20 წლის განმავლობაში არსებულ მიწებს სახელმწიფო იტაცებს.

დახმარებისთვის მოსახლეობამ "ალიანსი საქართველოსთვის"  წარმომადგენლებს მიმართა. უსუფაშვილის განცხადებით, ეს არის უკანონო ქმედება სახელმწიფოს მხრიდან. ისინი კი ყველა კანონიერი, მათ შორის სასამართლოს გზით, შეეცდებიან სამართლიანობის აღდგენას.