პოლონეთიდან 4000 ქართველს აძევებენ - კვირის პალიტრა

პოლონეთიდან 4000 ქართველს აძევებენ

პოლონეთში საქართველოს ელჩის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება.

თებერვლის პირველ ნახევარში პოლონეთიდან ქართველთა მორიგი დეპორტაცია მოხდება.

- "პოლონეთში 4000-მდე ქართველი იმყოფება. უმრავლესობა 2009 წელს არალეგალურად შემოვიდა. მათ დევნილის სტატუსი მოითხოვეს. ნაწილმა დანაშაულიც კი ჩაიდინა. პოლონეთიდან მათი დეპორტაცია რეგულარულად, თვეში ორჯერ ხდება, - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.