დაპირისპირება ზუგდიდში - კვირის პალიტრა

დაპირისპირება ზუგდიდში

ზუგდიდში ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის ის მონაწილეები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია გააპროტესტეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად, არიან დაშავებულები, მათ შორის პოლიციელიც. საპროტესტო აქცია ახალაიას წიგნის ""სოხუმი - ჩემი იერუსალიმია"" პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და იმ შენობაში შეჭრა, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. პოლიციამ მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რამაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.