კოკოითიმ რუსები დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

კოკოითიმ რუსები დაადანაშაულა

ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკების შეტანაში რუსული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები დაადანაშაულა.

მისი თქმით, რესპუბლიკაში ნარკოტიკების ერთი ნაწილი იმ რუსული მოიჯარე ორგანიზაციების თანამშრომლებს შეაქვთ, რომლებიც რეგიონში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

- "ყველა ორგანიზაციას, რომლის თანამშრომლებიც სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკების რეალიზაციაში იქნებიან შემჩნეულნი, რესპუბლიკიდან გავაძევებთ, კონტრაქტებს კი გავაუქმებთ. უშუალო რეალიზატორები სამხრეთ ოსეთის კანონების მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - აღნიშნა სეპარატისტთა ლიდერმა.