ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია - კვირის პალიტრა

ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, მრჩევლად დაინიშნა. როგორც ვარშალომიძე აცხადებს, ის იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან იყო ჩართული. "საქმე ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ყველას მოგეხსენებათ, რა რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. როდესაც აგრესიაა, უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს ყველა ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს, ალბათ, ყველა პატრიოტი ქართველი უკრაინელია", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.