რა ელის ლარს?! - კვირის პალიტრა

რა ელის ლარს?!

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, განცხადებით,  ლარის გამყარების მიზნით ეროვნული ბანკი ამ კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს. ქადაგიძის აზრით, აუცილებელია ეკონომიკის ზრდის 5-პროცენტიანი მაჩვენებლის შემცირება. ამ განცხადებას ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა: "მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი არის ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფერო. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, იანვარში გეგმა შესრულებულია მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი". რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ჯერ ზრდის მაჩვენებლის შემცირების საფუძველს ვერ ხედავს. ""როგორც კი ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას შეთანხმებულად მივიღებთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).