ახალი დეპარტამენტი პროკურატურაში - კვირის პალიტრა

ახალი დეპარტამენტი პროკურატურაში

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამტკიცდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზებული სტრუქტურული დანაყოფის - "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის" შექმნა. ""საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების წამების, მათ მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების შესახებ. ხსენებული დეპარტამენტი ამ ფაქტებზე რეაგირებისთვის იქმნება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.