ივანიშვილის ინტერვიუ - კვირის პალიტრა

ივანიშვილის ინტერვიუ

"თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში. როგორც ექსპრემიერმა თქვა, იგეგმება ფილმების სერიის "9 +1" გადაღება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობას ასახავს და შეაფასებს. ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო მისი ნათესავები. "ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები და კარგად იცით, როცა ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, ჯანყარაშვილი დაიხმარა და მას პოსტიც ეკავა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დროზე ვერ გაკეთდა რეაქცია, მაგრამ საშინელება არ მომხდარა. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, ნახა, რომ ასე არ შეიძლება, მოუსმინა საზოგადოებას და მიიღო გადაწყვეტილებები", - განაცხადა ექსპრემიერმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).