"ადამიანის ცხოვრება განსაცდელია" - კვირის პალიტრა

"ადამიანის ცხოვრება განსაცდელია"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა: "ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, გამოცდაა... ადამიანს მრავალი განსაცდელი აქვს, მაგრამ ეს განსაცდელი ხშირად მოჩვენებითია. ხშირად ისეთია, რომელიც შეიძლება დაძლეულ იყოს არა ჩვენი საქმით, არამედ ლოცვით, მარხვით, მოწყალებით. ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი იარაღი ბოროტების წინააღმდეგ არის ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაცემა. ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს უკანასკნელ დღეზე, უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა უნდა წაიღოს ამ ქვეყნიდან. შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს მთელი ქვეყნის სიმდიდრე, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ამაო იყოს. ამიტომ ეს სამი რამ - ლოცვა, მარხვა და მოწყალება უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი".