ამოქმედდა პარკირების ახალი წესი - კვირის პალიტრა

ამოქმედდა პარკირების ახალი წესი

20 აგვისტოდან თბილისში ავტომანქანების პარკირების ახალი წესი ამოქმედდა. პარკირებას დედაქალაქში კომპანია "''სითი პარკი"'' კურირებს. თბილისში  20,

50-თეთრიანი და 1-ლარიანი სატარიფო ზონები დაწესდა. კომპანიის ექსპლუატაციის მენეჯერის, ირაკლი ჯიბლაძის განცხადებით, პარკირების წესების დარღვევის გამო მძღოლებს საჯარიმო სანქციები სამ შემთხვევაში დაეკისრებათ: პარკირების საფასურის გადაუხდელობის,  მანქანის დგომის მეთოდის დარღვევის დროს, როდესაც ავტომობილი სადგომზე არასწორი კუთხით არის გაჩერებული, და ამკრძალავ ზონაში დგომის შემთხვევაში. პარკირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში 1-დან 3 საათამდე ავტომანქანის გაჩერებისთვის მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდება; 3-დან 6 საათამდე დგომის შემთხვევაში - 40 ლარით, ხოლო 9 საათზე მეტი დროით დგომის შემთხვევაში მანქანას სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ. ავტომანქანის მძღოლებს პარკირების საფასურის გადახდა პარკირების ადგილზე დამონტაჟებული პარკომეტრების, გადასაფხეკი ბარათებისა და სავაჭრო ცენტრებში მონობარათების მეშვეობითაც შეუძლიათ.