უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის ბოლო შანსი?! - კვირის პალიტრა

უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის ბოლო შანსი?!

"მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ჩვენი ბოლო შანსია უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად. "თუ ვერ მივაღწევთ ვერც კომპრომისს და ვერც სამშვიდობო შეთანხმებას, კარგად ვიცით, შემდეგ რა სცენარიც გველოდება. ამას აქვს თავისი სახელი, ეს არის ომი", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოსკოვში რუსეთის პირველ პირთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, სწორედ ომის თავიდან ასაცილებლად, ის და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეეცადნენ უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის კრიზისის გამწვავებაში ვაშინგტონი დაადანაშაულა.