ობამა ყველა შესაძლებლობას განიხილავს - კვირის პალიტრა

ობამა ყველა შესაძლებლობას განიხილავს

ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის განცხადებით, უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი უახლოეს მომავალში განიხილება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ კიევში ყოფნისას განაცხადა: ""ძალადობა მატულობს, მინსკის შეთანხმება არ სრულდება, საფრთხეს ყველა აღიარებს, ამიტომაც, პრეზიდენტი ხელმეორედ განიხილავს ყველა შესაძლო გადაწყვეტილებას. ერთ-ერთია უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. უკრაინაში მისი სახელით ვიმყოფები და ის უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები მესამე მხარესთან ომით".”