ჩაქვში სიძემ სიდედრი მოკლა - კვირის პალიტრა

ჩაქვში სიძემ სიდედრი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში სიძემ სიდედრი მოკლა. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 76 წლის ქალბატონს სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ 1966 წელს დაბადებული ბრალდებული მიმალვას შეეცადა. სამართალდამცავთა ცნობით, დაკავებული ოსმან ჯ. დანაშაულს აღიარებს.