ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა

ბაჩო ახალაიას ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბრალი დაუმძიმდა, ხოლო მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილს ამ საქმეზე ბრალი წარედგინათ.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, - ე.წ. ჯაშუშების საქმეს დაემატა ახალი ეპიზოდი, რომლის მიხედვით, მეგის ქარდავამ მიითვისა თანხა და ამაში მას დაეხმარნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი.“ბრალდება აგებულია ერთადერთი მოწმის, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ლევან ბაქრაძის ჩვენებაზე. ეს ადამიანი არის ის, ვინც გააყალბა დოკუმენტაცია, თუმცა ამ დრომდე არ არის მიცემული პასუხისგებაში. თანხა, რომელზეც ბრალდებაშია საუბარი, 60 000-მდე ლარია, რომელიც გახარჯულია სერგეი ჩაპლიგინისა და სხვა ჯაშუშების საქმეზე. თანხა არის ოპერატიულ-მიზნობრივი, შესაბამისად, ამ ეპიზოდს ადევს გრიფი."