ე.წ. კორტების საქმე გახსნილია - კვირის პალიტრა

ე.წ. კორტების საქმე გახსნილია

2 თებერვალს პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. 2006 წლის 2 მაისს მომხდარი სპეცოპერაციის დეტალები, ბუნებრივია, ძველი ხელისუფლების პროკურატურის ვერსიისგან განსხვავებულია. თუ ადრე აცხადებდნენ, რომ მოკლულები საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ახლა კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას პირად ინტერესსა და შურისძიებაზეა ლაპარაკი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლებით წარუდგინეს.