პრეზიდენტს თებერვალშიც არ მოუსმენენ? - კვირის პალიტრა

პრეზიდენტს თებერვალშიც არ მოუსმენენ?

პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლა, შესაძლოა, თებერვალში არ მოხერხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში არაოფიციალურად უკვე ლაპარაკობენ. აღნიშნულს არ ადასტურებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, თუმცა განმარტავს, რომ პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის თარიღი, ისე როგორც ფორმატი, ამ დრომდე დაუზუსტებელია. მისივე თქმით, კანონმდებლობა არ ირღვევა იმით, თუკი პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით არა თებერვალში, არამედ სხვა დროს გამოვა.