შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან - კვირის პალიტრა

შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ უილსონს, შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომლის მუშაობაშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბატონ უილსონთან საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო. შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.