ზოოპარკიდან მაიმუნები გაიქცნენ - კვირის პალიტრა

ზოოპარკიდან მაიმუნები გაიქცნენ

როდესაც ზოოპარკის თანამშრომლებს მაიმუნები ერთი ვოლიერიდან მეორე, საზაფხულო ვოლიერში შიდა გასასვლელით გადაჰყავდათ, პავიან ჰამადრილის ჯიშის ორი

მაიმუნი გაექცათ. როგორც ჩანს, გასასვლელი ცხოველებმა მანამდე დააზიანეს. სწორედ ამ დაზიანებული ადგილიდან გაიქცნენ. თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, გაქცევისთანავე ცხოველებს დასაძინებელი პრეპარატით სავსე შპრიცები ესროლეს. შედეგად, ერთ-ერთს ზოოპარკის ტერიტორიაზევე დაეძინა, მეორემ კი პირველი არხის ტერიტორიაზე, ''"რუსთავი 2''"-ის პავილიონში შეაღწია და იქ დაეძინა, რის შემდეგაც ის დააბრუნეს ვოლიერში.