ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ტყიბულში დააკავეს ოთხი პირი, რომელთაგან სამი არასრულწლოვანია.  შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ანდრო კაკაბაძის ოჯახი დააყაჩაღეს. ცოლ-ქმარს ხელ-ფეხი შეუკრეს, ოჯახიდან ფული გაიტაცეს და მიიმალნენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ოთხივე დაკავებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა, დაკავებულების ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდები პოლიციამ უკანონოდ დააკავა.