სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - კვირის პალიტრა

სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის

დიდ დიღომში, 186-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მეათეკლასელი დაჭრეს. შემთხვევა ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ტარიელ უ. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორი არასრულწლოვანი _ პარალელურკლასელები ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს", _ იუწყება შსს.